Thursday, April 14, 2011

მოდის ისტორია



სად იყო და არის მოდის ცენტრი?


   -რა თქმა უნდა, არა ყველგან...-ალბათ, პარიზში! - გვიპასუხებთ... - თუმცა, მოდა სენის ნაპირზე ნამდვილად არ დაბადებულა... იქ მოხვედრამდე მან იტალია, ესპანეთი მოგვიანებით კი ინგლისი გადასერა... აღსანიშნავია, რომ, მოდას, ოდითგანვე, პოლიტიკასთან ჰქონდა კავშირი.. იტალიის წვლილი, მოდის ისტორიის განვითარებაში, რენესანსის ეპოქაზე, ქალაქებისა და სახელმწიფოების აყვავების ხანაზე მოდის. სათავეში ვენეცია და ფლორენცია იყო - ორივე მნიშვნელოვანი პუნქტი, აღმოსავლეთის ქვეყნებთან შემოსავლიანი ვაჭრობისთვის. XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში, უკვე ძვირფას აბრეშუმის ნაჭერს ამზადებდნენ, მილანში კი ბარხატის წარმოება ვითარდებოდა... მოდის ცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას თვლიდნენ, სადაც ძვირფასი ქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია, აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისი პირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან.
ბურგუნდიაც, განსაკუთრებული ქსოვილის წარმოების მეოხებით, ათასწლეულების განმავლობაში, იძლეოდა ტონს ევროპულ მოდაში. თუმცა, ეს ეპოქაც დასრულდა და ბურგუნდია ესპანეთმა ჩაანცვლა. იმ პერიოდში გამეფებულმა შავმა ფერმა, ქვეყნის მმართველთა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. იმპერიაში, სადაც მზე არასოდეს აღწევდა, შავ, გახამებულ სამოსთან ერთად, ამაყმა დიდებულებმა კრინოლინიც მოირგეს. ასეთი სამოსით ისინი თავიანთ ღირსებასა და წესიერებას უსვამდნენ ხაზს... მოდის წინააღმდეგ განწყობილი ესპანეთის კონსერვატული წრეები კი ცვლილებებს, მოდაში, გასაქანს არ აძლევდნენ და მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდათ სიახლისადმი... 1600 წლის შემდეგ, ესპანეთის პოლიტიკური ჰეგემონია, შეირყა. სიმძიმის ცენტრმა საფრანგეთში გადაინაცვლა და მოდაშიც, სიცოცხლით სავსე პარიზი გამეფდა. კაზანოვა წერდა: «პარიზი ერთადერთი ქალაქია, მსოფლიოში, რომლის სახეც ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში მთლიანობაში იცვლებაო».
XIII საუკუნიდან მოყოლებული, პარიზისთვის, მოდის სფეროში, ახალი კონკურენტი - ლონდონი, გაჩნდა... კონკურენცია იმდენად ძლიერი იყო, რომ, ერთ-ერთი გერმანელი მწერლის, 1768 წელს გაკეთებულ ჩანაწერში ვაწყდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანგლომანიით «შეპყრობილი», ყველაზე მეტად, სწორედ, პარიზი ყოფილა... ამ ვითარებას, როგორც ჩანს, ორი ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობაც უწყობდა ხელს. ინგლისური მოდის ტენდენციები მთელ ევროპასაც მოედო. სპორტული პალტო და სამოსი წვიმიანი ამინდისთვის, მაგალითად, იყო და რჩება ბრიტანულ «კუთვნილებად» მოდაში. თუმცა, პარიზი მაინც მოდის ცენტრია. XX საუკუნის ორი ყველაზე ცნობილი მოდელიორი - მადამ სკაპარელი და ნინა რიჩი, იყვნენ იტალიელები, მაგრამ იტალიელები პარიზში. XIX საუკუნის ორი წარმატებული ინგლისელი მოდელიორი ვორტ და რედფერიც, იყვნენ «ინგლისელები პარიზში»... როგორც 1865 წელს, ჟურნალი Mo-denwelt წერდა, პარიზი იყო «მოდის რეზიდენცია, საიდანაც მბრძანებელი ქალბატონი აგზავნიდა თავის მითითებებს»...



ვის უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს მოდა საერთოდ არსებობს?!

  – რა თქმა უნდა…
„მეფე-მზე“ ლუდოვიკო მეთოთხმეტეს. იმ დროს საფრანგეთში ოქროს ხანა იყო – დიდებული ცერემონიები, ყოველდღიური ზეიმები და მეჯლისები, ფუფუნება და ზრუნვა ახალ ტანსაცმელზე. ლუდოვიკო მეთოთხმეტეს დაწყებული საქმე მარია-ანტუანეტამ განაგრძო“, რომელიც საფრანგეთში ავსტრიიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტა, თავისი ჩაცმულობით ყველა გაეკვირვებინა. დედოფლისთვის ახალ-ახალ კაბებს კარის მკერავი როზა ბერტენი ქმნიდა, რომელსაც მოგვიანებით „მოდის მინისტრის“ ტიტული მიანიჭეს. სწორედ როზა ბერტენის ქმნილებაა სახელგანთქმული კრინოლინი. ასევე, წარმოუდგენელი სიმაღლის და „არქიტექტურის“ ვარცხნილობები, რომელშიც მარტო ყვავილებს კი არა, არამედ ბაფთებს, ლენტებს, ძვირფასეულობას, მინიატურულ ხომალდებს და წისქვილსაც კი იპოვიდით. ბერტენის შემდეგ დაიწყო ის ეპოქა, როცა მკერავები უბრალოდ მკერავები კი არ იყვნენ, არამედ ნელ-ნელა „კუტიურიეებად“ იქცნენ. მაგალითად, მადამ ბერტენის შეკერილი კაბა იმაზე ოცჯერ მეტი ღირდა, ვიდრე იმდროინდელი მკერავის წლიური შემოსავალი.

„მაღალი მოდის“ ნამდვილი მამა, ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი იყო, რომელმაც ოცი წლის ასაკში გადაწყვიტა, დაეპყრო ქალბატონების გულები. 1858 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. ბიზნესში ცოლი ეხმარებოდა. ის მოდის სამყაროში პირველ მოდელად იქცა. არასტანდარტული მოდელებითა და ტანსაცმლის სტილით ვორტმა მალე გაითქვა სახელი. ის საფრანგეთის საიმპერატორო კარის მთავარ დიზაინერად იქცა. იმპერატრიცა, ნაპოლეონ მესამის მეუღლე მხოლოდ მის შეკერილ კოსტიუმებს იცვამდა. მალე მოდის მიმდევარი ყველა ფრანგი ქალი ოცნებობდა, ვორტთან ჩაეცვა. ვორტი პირველი იყო, ვინც კოლექციების შექმნა დაიწყო, თანაც პირველმა დაყო ის სეზონების მიხედვით. 1868 წელს ვორტმა დააარსა პირველი სინდიკატი „მაღალი მოდის სახლების პალატა“, რომელიც დღემდე არსებობს.
ლუდოვიკო XIV-დან მოყოლებული, მოდის განვითარებას, თითქმის ყველა ფრანგი მმართველი დიდ ყურადღებას უთმობდა. თვით ნაპოლეონ დიდიც კი, ამ «ქალბატონის» მოყვარე იყო.
პარიზის გეოგრაფიული მდებარეობა, ტექსტილის წარმოების განვითარებული ტექნიკა და გამოცდილი მკერავების პროფესიონალიზმი, მოდის ცენტრის სიძლიერეს და წარმატების საიდუმლოს წარმოადგენდა.
ასე იქცა თავისუფალი და მსუბუქი პარიზი მსოფლიო მოდის ცენტრად იქცა... ცენტრად, სადაც, დღემდე, არა ერთი სიახლე თუ ექსცენტირული იდეა იბადება... ამ იდეებს კი მსოფლიო იტაცებს... რიგ შემთხვევაში, განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ქმნის და მოდის მოყვარულებს ახალი სახითაც წარმოუდგენს ხოლმე...
მოდის ისტორია ისეთივე ძველია როგორც ჩაცმულობის. ტანსაცმელი, ბუნებისგან თავდასაცავად, ჯერ კიდევ, პირველყოფილმა ადამიანმა, «გამოიგონა»... დროთა განმავლობაში კი, კაცობრიობამ, სამოსის ესთეტიურ ფორმებზე ზრუნვაც დაიწყო...

სირცხვილის გრძნობით და გაბატონებული მორალური კოდექსებით აიხსნება ის, რომ ადამიანი სიშიშვლის დაფარვას უძველესი დროიდან ცდილობდა, თუმცა, ტანსაცმელი სხეულის საფართან ერთად, ოდითგანვე, სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებდა. თავის დროზე, ამულეტსაც კი ტანისამოსად მოიაზრებდნენ. ის შიშველ, უსუსურ ადამიანისა და სამყაროს შორის ხიდად გვევლინებოდა. ზოგიერთი ტანისამოსის სიმბოლური მნიშვნელობა, შუა საუკუნეების გილდიებისა და ესპანელი მონახების მკაცრი წესების ნათელ მაგალითებს წარმოგვიდგენს. საფრანგეთის რევოლუციის დროს, არისტოკრატთა თავებს, გილიოტინაზე, პარიკებიანად ჭრიდნენ. იმ დროიდან, პარიკის არ ქონა ისეთივე აუცილებელი იყო, როგორც დღეს ახალგაზრდობის გარკვეულ წრეებში ჯინსის ტარება.
ტანისამოსი ბევრზე მეტყველებს და ადამიანის საიდუმლო აზრებს ამხელს. მოდის ტენდენციები, ხშირად, ერთმანეთის მიბაძვის სურვილიდან ყალიბდება. ფსიქოლოგები მიბაძვას, ბიოლოგიური თვითდაცვის ინსტიქტად და ჯოგებად მცხოვრები ცხოველების ბუნებრივ რეფლექსად მიიჩნევენ. ამ გარემოებას ადამიანის საზოგადოებასთანაც თუ შევადარებთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ მიბაძვა მოდის სამყაროში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ეს არის ის, რასაც მოდის განვითარების პროცესს უწოდებენ, სინამდვილეში კი წინააღმდეგობების შერწყმას წარმოადგენს. გარე სამყაროს მორგებული ადამიანი ერგება მოდას და ამავე დროს, იმავე მოდის მეშვეობით, ცდილობს სხვებისგან გამორჩეული და ინდივიდუალური იყოს.
მაღალი მოდის ოქროს საუკუნე
გამოფენა პარიზისა და ლონდონის , რომელის პირობითი სახელწოდება ”მაღალი მოდის ოქროს საუკუნე” გაიმართა 1947_1957 . ეს გამოფენა საპატიო მიზეზის გამო შედგა. ზუსტად 60 წლის წინ კრისტიან დიორმა საზოგადოებას თავისი პირველი კოლექცია წარუდგინა. სწორედ ამ ჩვენების შემდეგ დაიწყო Haute Couture_ეს მოღვაწეობის დიდი ისტორიული გზა.
ახალი სტილს,რომელსაც NEW LOOK ეწოდებოდა,რომელიც ძვირფასი ქსოვილების კაბებისგან შედგებოდა იმ დროინდელი ეკონომიკისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ქალები ფუფუნების წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ. მათ ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა DIOR - ის სამყაროში გადაეშვნენ. მოდის აყვავება გაზეთებმა უმალვე აიტაცეს. ეს ეპოქა 10 წლის განმავლობაში გაგრძელდა, რომლებმაც მემკვიდრეობით ისეთი სახელები დაგვიტოვა,როგორებიც არიან : ბალენსიაგა, GIVENCHY,MADAM GRE, LANVIN და რა თქმა უნდა დიორი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული კუტურიეს თავისი სტილი ჰქონდა, მაინც ყველა ტანისამოსი NEW LOOK -ის სტილში იყო : დაბალი მხრები, ვიწრო წელი, განიერი ბოლო - კოსტიუმების ეპოქის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ჩაცმულობისთვის იხარჯებოდა არა მხოლოდ უამრავი ქსოვილი, არამედ დიდი დროც.. ყველაფერი ხელით კეთდებოდა, იქმნებოდა სონტრუქციები, რომლებზეც აწყობდნენ კაბებს. რთული წარმოსადგენი არ არის , რომ ასეთი კაბებისთვის უამრავი თანხა იყო საჭირო. ამ წლებში მოდა ყველასათვის საინტერესო და ამავ დროულად ხელმისაწვდომი იყო. მათ ვისაც არ შეეძლოთ DIOR-ის ორიგინალური ტანისამოსი შეეძინათ, მის ანალოგს და შედარებით იაფ ფასიანს ყიდულობდნენ. მაგრამ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო NEW LOOK-ს ატარებდა ყველა. ამასთან ერთად მოდამ თავისი ისტორიის მანძილზე პირველად გადალახა ყველა ბარიერი და მოიპოვა მსოფლიო აღიარება.
უნდა აღინიშნოს, ის ფაქტიც, რომ ქვეყნებს შორის ხანმოკლე ბრძოლაც გაიმართა.ფრანგების წარმატება მოსვენებას არ აძლევდა ინგლისელებს. პარიზის მოდის სახლის რაოდენობა 47_ი იყო ხოლო ლონდონში მხოლოდ12-ს შეადგენდა, ბრიტანელები იძულებულნი გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ. დიზაინერთა გრძნობებმა კულმინაციას მიაღწია. 1957 წელს, როდესაც ახალგაზრდა ელისაბედ მე_2 ოფიციალურ ვიზიტით პარიზს ესტუმრა, დედოფალი შემოსილი იყო ჰარტნელის ფრანგული ყვავილებით შექმნილი კაბით,ლედი გლედვინს, ჯაკა ფატის კაბა ეცვა , ხოლო ბრიტქანეთი ელჩის მეუღლეს კუპერ ბალმენას კაბით ბრწყინავდა.
დიორის წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან სამოსი იცვლებოდა. ამასთან 60_იანი წლების თაობა მოვიდა და დიზაინერებმა დემოკრატია მოითხოვეს.ახლა მხოლოდ დრო და დრო იხსენებენ NEW LOOK_ს. დღესდღეობით Fashion Week –ებზე დიდი დრო, ფული და ენერგია იხარჯება… თითოეული couture ცდილობს ყოველ წელს ახალი , ორიგინალური და საინტერესო სამოსი შესთავაზოს საზოგადოებას , ამისათვის რამედენიმე თვით ადრე იწყება მზადება..დიზაინერები საუკეთსო მოდელებს არჩევენ თვიანთი სამოსის წარსადგენად.მოდის კვირეულს ესწრებიან მოდის კრიტიკოსები, ჟურნალისტები და ბაერები.. სწორედ მათთვის და შემდგეგ საზოგადოებისთვის იმართბა Fashion Week_ები.. დიზაინერები ელიან შემოთავაზებებს,რომლითც უფრო პოპულარულები ხდებიან. მრავალი დიზაინერი იგებს მონაწილეობას მოდის კვირეულში.. ერთ-ერთო Prêt-à-Porter-ია რომლის ჩვენებაც პარიზში გაიმართა აქვე ჩვენებიდან რამდენიმე ფოტო…
პარიზში მოდის კვირეული გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქში მზიანი ამინდია. სენის სანაპიროზე – საშინელი საცობები. განრიგში პირველი დრის ვან ნოტენის ჩვენებაა – შემოდგომა/ზამთარი 2010-2011 Prêt-à-Porter.შოუ ცნობილი Hotel de Ville–ს ერთ–ერთ დარბაზში მიმდინარეობდა, რომლის ძველებური სასახლის ინტერიერის ფონზე დამსწრე საზოგადოება ბელგიელი დიზაინერის თანამედროვე ქალაქურ კოლექციას აკვირდებოდა. ამჯერად ყურადღება სკულპტურულ პალტოებსა და კაბებზე გაუმახვილებია. "ეს არის 1950–იანებისა და 1960–იანი წლების მოდისადმი პატივისცემის ჟესტი", - აღიარა ნოტენმა კულისებში. კოლექცია განაგრძეს ფართო კარდიგანებმა, ჯემპრებმა და კაბა–სვიტერებმა, "სამხედრო" შარვალი–გალიფეც არ დააკლდა სანახაობას – ყველაფერი სრულიად შესაფერი თანამედროვე ცხოვრებისა, სხვაგვარს ვან ნოტენი არც არაფერს აკეთებს, ამიტომაც უყვართ. ამერიკული Vogue ცნობილმა სტილისტმა გრეის კოდინგტონმა კომპლიმენტებით აავსო კოლექციის ავტორი, მას არც პატივცემული მყიდველები ჩარმორჩნენ.დრის ვან ნოტენის ჩვენების შემდეგ გარეთ street fashion–ფოტოგრაფების არმია ჩასაფრდა.

ვინსენტ ვან გოგი -”სიგიჟესა და გენიოსობას შორის”

  მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ”გენიოსი” ხშირად უმართებულოდ იხმარება და სადაოა ხოლმე, ხელოვანთა წრეებში კი ფასი აქვს დაკარგული, ვან გოგთან მიმართებაში იგი სავსებით გამართლებულია.
გასაოცარი, დაუოკებელი სულიერი ძალის წყალობით ჰოლანდიელმა ფერმწერმა მოახერხა ტილოზე გადაეტანა სნეული გონებიდან და ტანჯული სულიდან ამოხეთქილი ვნებები და განცდები, ალბათ იმისთვის, რომ სიცოცხლეს მისთვის აზრი არ დაეკარგა გამორჩეული ფერების, ხაზებისა და კომპონენტების მეშვეობით მან შეძლო გარესამყაროს მისეული, მხატვრული აღქმა უამრავი ადამიანისათვის გაეზიარებინა.
ვან გოგს გასაოცარი უნარი ჰქონდა, მის მიერ დანახული ბუნების სურათებით ადამიანის სულის სიმები აეთრთოლებინა.ამას თავისი დამანგრეველი ენერგიით დამუხტული ფუნჯის მეთოდური მონასმებით და გულის სიღრმიდან ამომსკდარი ფერებით აღწევდა, რაც მხოლოდ უბრალო ჭვრეტის ნაყოფი არ იყო. მან საკუთარი განუმეორებელი მხატვრული ენა შექმნა.თანამედროვეთა უმრავლესობის მიერ აუღიარებელმა და ზურგშექცეულმა შემოქმედმა დიდი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის მხატვრობის განვითარებაზე.
ხელოვნების ისტორიის შესახებ დაწერილი ნაშრომების უმეტეს ნაწილში ვან გოგი თანამედროვე მხატვრობის გენიოსადაა აღიარებული. ვან გოგის მხატვრული გენია სრულად მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღიარეს. შმაგი და მოზღვავებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულმა ოსტატმა ათ წელიწადზე ნაკლებ დროში 800 ზე მეტი ფერწერული ტილო შექმნა, თუმცა სიცოცხლეში მხოლოდ ერთი სურატის გაყიდვა მოახერხა ეს იყო :წითელი ვენახი არლში” რომელშიც უმნიშვნელო თანხა მაშინდელი 40 ფრანკი გადაუხადეს.ძნელია ეს თანხა შევადაროთ 1990 წელს დამყარებულ რეკორდს, როცა მისი ”ექიმ პოლ გაშეს პორტრეტი” 82 მილიონ დოლარზე ძვირად გაიყიდა.

მასზე ადრე მოღვაწე გენიოსებისგან განსხვავებით, ვან გოგი ხელოვანთა ოჯახში არ დაბადებულა, არც ვუნდერკინდი ეთქმოდა და ხატვაც გვიან დაიწყო. ამ თვითნყოფადი ფერმწერის შემოქმედებითი უნარი, რომელიც ვერ ეგუებოდა მასწავლებლის თავსმოხვეულ ნორმებს, მისი გამუდმებული იმედგაცრუებების საპასუხო რეაქცია გახლდათ. რაც უფრო მწარე მარცხით მთავრდებოდა მისი პირადი გეგმები, მით მეტ სიმარლეს აღწევდა მისი ოსტატობის სიმაღლე, ხანდახან ხელოვნების საშუალებით თავს აღწევდა ემოციურ დაძაბულობასა და კომფლიქტებს, მაგრამ ფერმწერი ბოლომდე მაინც ვერ განთავისუფლდა დეპრესიისა და ფსიქიკური დაავადებების შეტევებისაგან. ვან გოგმა ცხოვრებას ალღო ვერ აუღო, წონასწორობა დაკარგა და სიცოცხლე თვითმკვლელობით, 37 წლის ასაკში, დაასრულა.
                          "მე მიწასთან არაადამიანური ძაფებითა ვარ დაკავშირებული,
                        ეს განცდა დიდი ნაღველის დროს დამეუფლა, განსაკუთრებით
                      კი იმ პერიოდებში, რომელთაც ისინი სულით ავადმყოფობას უწოდებდნენ” 

Tuesday, April 12, 2011

რა არის კულტურა?

  ”კულტურა არის შემეცნების სამყარო.”
” კულტურა არის სიცოცხლია და სილამაზის შერწყმა.”
   კულტურა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული.
  თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი კულტურა XVII საუკუნიდან იხმარება. მიჩნეულია, რომ დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეულის სახით იგი პირველად გამოიყენა გერმანელმა იურისტმა და ისტორიკოსმა სამუელ პუფენდორფმა (1632-1694), რომელიც კულტურას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას უპირისპირებდა.
 ტერმინი კულტურა აღმოცენებულია ლათინური სიტყვიდან (kultura),რაც ნიშნავს ნიადაგის დამუშავებას,მის კუკტივირებას ე.ი აღნიშნავს ბუნებრივ ობექტში ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებას,განსხვავებით იმ ცვლილებებისგან რაც გამოწვეულია ბუნებრივი მიზეზებით.
  სიტყვა კულტურა პრაქტიკულად თითოეული ადამიანის ლექსიონში გვხვდება, მაგრამ ამ მცნებაში სრულიად სხვადასხვა აზრს დებენ. ერთნი მხოლოდ სულიერი ცხოვრების ფასეულობებს გულისხმობენ, მეორენი- უფრო ავიწროვებენ ამ ცნებას და მიაკუთნებენ მხოლოდ ხელოვნებას, ლიტერატურის ნიმუშებს, მესამენი ზოგადად მოიაზრებენ გარკვეულ იდეოლოგიას.
 კულტურა ადამიანის და მისი შემოქმედების ერთობლივობაა.ეს მცნება კონტექსტში ”შექმნილს”,  ”არაბუნებრივს” ნიშნავს. კულტურის სამყარო, მისი ნებისმიერი საგანი ან მოვლენა აღიქმება არა როგორც ბუნებრივი ძალების შედეგი, არამედ როგორც შედეგი ადამიანთა ძალისხმევისა,რომელის მიმართულია უშუალოდ ბუნებისაგან ბოძებულის სრულყოფისაკენ,დამუშავებისა და გარდასახვისაკენ, სწორედ ამიტომ კულტურა ადამიანის გარეშე არ არსებობს. იგი დასაბამიდან დაკავშირებულია ადამიანთან და და აღმოცენებულია იმ მიზნით, რომ ის მუდმივად მიისწრაფოდეს თავისი ცხოვრების და მოქმედების მიზნის ძიებისკენ, საკუთარი თავის და იმ სამყაროს სრულყოფისკენ სადაც ცხოვრობს.
 კულტურა ერთობ რთული, მრავალმხრივი სფეროა.ის იყოფა გარკვეულ სახეებად და სახეობებად. ამგვარ დაყოფას საფუძვლად უდევს ადამიანური მოქმედების მრავალმხრივობის გათვალისწინება. აქედან გამომდინარე კულტურის სტრუქტურა მრავლისმომცველი, მრავალფუნქციური და მრავალწახნაგოვანია, იგი მოიცავს: განათლების სისტემას, მეცნიერებას,ლიტერატურას ხელოვნებას რელიგიას და ა.შ. ყველა ეს ელემენტი ურთიერთქმედებაშია ერთმანეთთან და ქმნის ისეთი უნუკალური მოვლენის სისტემას, როგორიცაა კულტურა.
კულტურას, როგორც მოვლენას შწეისწავლის მრავალი კონკრეტული მეცნიერება. კულტურის მთავარი შემსწავლელი მეცნიერებაა კულტუროლოგია და მისი კვლევის საგანია ზოგადსაკაცობრიო და ეროვნუი კულტურის პროცესების ობიექტური კანონზომიერებანი, ადამიანტა მატერიალური სა სულიერი ცხოვრების ძეგლები, მოვლენები და გამოვლინებები.